მეგობრებო,
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ WordPress 3.0-ის ქართულენოვანი ლოკალიზაცია.
ამ შაბათ-კვირას დავასრულებთ რამოდენიმე ტერმინის შეთანხმებას და ორშაბათიდან ნებისმიერი შეძლებთ თქვენს ბლოგზე მის დაყენებას:
მეგობრებო,
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ WordPress 3.0-ის ქართულენოვანი ლოკალიზაცია.
ამ შაბათ-კვირას დავასრულებთ რამოდენიმე ტერმინის შეთანხმებას და ორშაბათიდან ნებისმიერი შეძლებთ თქვენს ბლოგზე მის დაყენებას:
მაშ ასე, ის რასაც ველოდით, აღსრულდა — ეფლის საშემოდგომო მუსიკალური ღონისძიება შედგა! სიმართლე გითხრათ, მე აიპოდების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მუსიკას სიარულისას ვერ ვუსმენ, ყურადღებას მიფანტავს. მე უფრო სახლში, მშვიდ გარემოში მირჩევნია მუსკის მოსმენა. ამისათვის კი კომპიუტერიც საკმარისია. მაგრამ მოდით თავი დავანებოთ ჩემს მუსიკალურ მისწრაფებებს და განვიხილოთ დღეს ჩატარებული ღონისძიების პერიპეტიები.
პირველი რაც უნდა აუცილებლად აღინიშნოს ისაა, რომ პირველად 2004 წლიდან ეფლმა ღონისძების ვიდეო-ტრანსლაცია განახორციელა. ძალიან კარგია! ტექსტურ ტრანსლაციებზე მიჩვეულს, კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნებები, როდესაც პირდაპირ ვიდეო-ეთერს ვუყურებდი. არა, რათქმაუნდა წინა ღონისძიებების ვიდეო-ფაილები 1-2 დღეში იდებოდა ხოლმე iTunes Store-ში და შესაძლებლობა მქონდა ოდნავი დაგვიანებით მეცქირა სტივის გამოსვლისათვის, მაგრამ პირდაპირი ეთერი მაინც სულ სხვაა. თუმცა ეფლმა არც ახლა უღალატა თავის სტილს და ტრანსლაციის ყურების შესაძებლობა მხოლოდ ეფლისტებს მისცა: მხოლოდ მაკ-კომპიუტერზე 10.6 OS X-ით, ან აიფონ-აიპადებზე. სხვა დანარჩენი პლათფორმები გამოეთიშნენ თამაშს (ალო, ფანჯროუს!). თუმცა ლეოპარდიც ვერ მოხვდა რჩეულთა სიაში. ასეა თუ ისე, მე საღამოს 7 საათიდან მომზადებული ვიყავი და სულმოუთქმელად ველოდებოდი ტრანსლაციის დაწყებას.
ტრანსლაცია შესანიშნავად მიმდინარეობდა, ხარვეზების გარეშე. აი ბოლოსაკენ ალბათ ეფლის სერვერები ძალიან დაიტვირთა და რამოდენიმეჯერ სიგნალი გაწყდა. თუმცა პირველჯერისათვის არ იყო ურიგო. სხვათაშორის, ვინც ვერ უყურეთ პირდაპირ ეთერს, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ფაილი:
ღონისძიება, როგორც ყოველთვის სტივ ჯობსმა გახსნა. მისი გამოსვლა დაიწყო საცალო მაღაზიების შესახებ ინფორმაციით. თურმე ნუ იტყვით და დღეისათვის ეფლს უკვე 300 მაღაზია აქვს მთელ მსოფლიოში. ყოველდღიურად ამ მაღაზიებში მილიონამდე მომხმარებელი შედის.
შემდეგ წამოვიდა სტატისტიკა — სტივის ინფორმაციით დღეისათვის გაყიდულია 120 მილიონი მოწყობილობა, რომელზეც აყენია iOS-ი, ანუ ესენია iPhone, iPod და iPad. ცოტათი გუგლსაც წაკბინა, რომელმაც ამასწინათ განაცხადა, რომ დღეში 200 ათასი მოწყობილობა აქტიურდება, რომელზეც ანდროიდია დაყენებული: სტივის ინფორმაციით 230 ათასი მოწყობილობა აქტიურდება მსოფლიოში ყოველდღიურად iOS-ით.
შემდეგ სტივი საქმეზე გადავიდა. ყველაზე მეტად რაც მე მესიამოვნა არის ის, რომ 8 სექტემებრს გამოვა iOS-ის 4.1 ვერსია, რომელშიც საკამოდ ბევრი შეცდომა იქნება აღმოფხვრილი. დამატებულია ახალი ფუქნციები, თან როგორი! აიფონს გაუჩნდება HDR-ფოტოების გადაღების ფუქნცია. შესანიშნავია! ვინც არ იცით, თუ რა არის ეს, იხილეთ ვიკის სტატია ამ თემაზე. როგორც იქნა გაეშვება Game Center-ი, რომელიც საშალებას მოგვცემს ვეთამაშოთ მეგობრებს სხვადასხვა თამაშობები.
ამის მერე სტივმა გააჟღერა ინფორმაცია მიკროკოდის შემდეგ ვერსიაზე, 4.2-ზე, რომელიც აიპადისათვის იქნება და რომელიც როგორც იქნა გახდის ამ შესანიშნავ მოწყობილობას იმათ, რაც უნდა იყოს!
პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვის შემდგომ ჯერი მიდგა აპარატურაზე. ანუ რათქმაუნდა iPod-ებზე. დღეისათვის გაყიდულია 275 მილიონი ცალი. ცოტა არაა! სტივმა სურპრიზების მთელი კორიანტელი დააყენა: კვლავ შეცვალეს Shuffle-ის ფორმა, ისევ ოთკუთხედი გახადეს და დაუბრუნეს სამართავი ღილაკები. მიხვდა ეფლი, რომ უკონტროლო შაფლი დიდი ქლიავობა გამოვიდა. ფასი 49 დოლარი. ძალიან კარგი ფასია! აი აიპოდ ნანო რადიკალურად არის შეცვლილი: მას პირიქით მოაშორეს სამართავი ღილაკები, გახადეს კვადრატული, სამაგიეროდ ეკრანი გაუკეთეს თაჩ-სქრინაიანი და მართავამაც მანდ გადაინაცვლა. პირველად ეფლის ისტორიაში მის დამკვრელში დაემატა FM-რადიო! როგორც იქნა ამასაც მოვესაწრით! თუმცა ფასი ცოტა არ იყოს ძვირია — 149 დოლარი 8 გბაიტიან მოდელზე და 179 — 16 გბაიტიანზე. მოკლებითაც მოაკლდა ნანოს ფუნქციები: ვიდეოს ვეღარ იღებს და არც ვიდეოს დაკვრა არ შეუძლია ამიერიდან.
ბოლო განახლება გახლავთ iPod touch-ი, ის ისეთივე გახდა, როგორც iPhone 4, ანუ იგივე პროცესორი, ორი კამერა, გიროსკოპი, Retina Display, FaceTime, მოკლედ კარგი რამეა! ფასები: 8 გბაიტი — 229 დოლარი, 32 გბაიტი — 299 დოლარი, 64 გბაიტი — 399 დოლარი.
შემდეგ საუბარი წავიდა iTunes-ზე. გამოვიდა ამ დამკვრელის მე-10 ვერსია. ცვლილებებს შორისაა: ახალი ხატულა (ძველზე ეხტა კომპაქტ-დისკი — უკვე ანარქონიზმი ჩვენს დროში), ახლა ლამაზ წრეში ნოტია ჩახატული. შემდეგ, ჩანაწერების ნახვის ახალი ხედი და რაც ყველაზე მთავარია, ეფლის ახალი სოციალური ქსელი — მათთვის ვინც აქტიურად ყიდულობს მუსიკას iTunes Store-ში და სურს მეგობრობა გააბას მისთვის საყვარელი ჟანრის მოყვარულებთან და არტისტებთან. საქართველოში დიდი საჭიროება ამისა არ გახლავთ, ჩვენ მაინც არ გვაქვს საშალება მანდ რამე შევიძინოთ.
ღონისძიების ბოლოს გაისმა სტივის ცნობილი „One more thing…“ და წარმოგვიდგინეს… ახალი AppleTV. ჯერ წინა ვერსია დიდად არ მომწონდა და ახლანდელი საერთოდ არ მომეწონა. კორპუსის დიზაინი არ ვარგა, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მას ამოაცალეს ხისტი დისკი და ამიერიდან მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ სტრიმინგის ყურება, სხვა არაფერი. მოკლედ დიდი ვერაფერი შვილია ეს შენი AppleTV! ერთია რომ ფასი აქვს ძალიან სასაცილო, 99 დოლარი, ასე რომ მყიდველი უსათუოდ გამოუჩნდება!
პრეზენტაცია დაასრულა ჯგუფ Coldplay-ს სოლისტმა კრის მარტინმა, რომელიც საშინლად მღეროდა.
საერთო ჯამში ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა!
სალამი მეგობრებო. როგორც ხედავთ ეს ბოლო ხანებია სულ უფრო ნაკლებად ვიცლი ბლოგისათვის. თანაც ერთი კვირაა სახლში მიდევს Magic Trackpad-ი, რომლის მიმოხილვის დაწერას საშველი ვერ დავაყენე :)
მიზეზი გახლავთ იმაში, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე (პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაცია), ვამზადებ ორ პროდუქტს და ვაპირებ ორშაბათიდან შემოგთავაზოთ ისინი.
თუ რა პროდუქტებია, ამას ორშაბათს გაიგებთ ;)
ეს წუთია განახლდა ეფლის ინტერნეტ-მაღაზია, გამოვიდა ახალი მაკ პრო.
http://store.apple.com/us/browse/home/shop_mac/family/mac_pro
დიახ, აღსრულდა ნანატრი ოცნება დასვენებაზე.
მივდივარ!
ზღვაზე!
5 დღით (ვიცი ცოტაა, მაგრამ სხვა გზა არ არის).
ასე რომ 16 აგვისტომდე არ ვიქნები აქ. მერე განვაგრძოთ! ;)
სალამი მეგობრებო!
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გაცდევინეთ. გასული კვირა სავსე იყო ვნებათა ღელვებით. ჯერ ერთი ჩემს სამსახურში პროექტის ერთ-ერთი სტადიის ფინალი იყო და მაგ დროს როგორც წესი საგიჟწთი მაქვს. მეორეც, გასულ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა პირადმა აიფონმა! ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად გამიხარდა! და ვითვალიწინებ რა მკითხველთა უდიდეს ინეტრესს ყბადაღებული სიგნალის კარგვის შესახებ, გადავწყვიტე მთელი კვირა დავკვირვებოდი ამ საკითხს, რათა სრულყოფილად მომეხერხებინა თქვენთვის ინ ფორმაციის მოწოდება ამ საკიტხის შესახებ.
მაშ ასე, დავიწყოთ!
მეგობრებო,
არ გეგონოთ რომ ან დამავიწყდა ან მეზარება მიმოხილვის გაგრძელება.
უბრალოდ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი აიფონ 4 და ეს ორი დღეა ინტენსიურად ვტესტავ. განსაკუთრებით სიგნალის კარგვის საკითხს.
სიგნალს რაც შეეხება,
დანარჩენს ოდნავ მოგვიანებით მოგახსებთ.
მეგობრებო,
ვიცი ეს დღეები არაფერი დამიწერია. უნდა მაპატიოთ. გუშინ ჩემი აიფონის ჩამოსვლას ველოდებოდი სულმოუთქმელად. ძალიან დაგვიანდა ამანათის ჩამოსვლა და ერთი მომენტი ვიფიქრე ამ კვირაშიც ჩაიშალა-მეთქი. მაგრამ ბოლო-ბოლო ჩამოაღწია და აგერ ჩემს გვერდითაა!
მიმოხილვის მესამე ნაწილს ამ საღამოს შემოგთავაზებთ.
მანამდე ვისაც სიგნალის კარგვა აინტერესებდა… ორი სიტყვით ვერ დავწერ, მაგრამ არ იკარგება! უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით ;)