ტექტსტის რედაქტირება: მართკუთხა მონიშვნა

Mac OS X-ის მრავალი პროგრამა შესაძლებლობას იძლევა მართკუთხა მონიშვნისა – შესაძლებლობა მონიშნოთ ტექსტი სტრიქონის ბოლოებთან შეხების გარეშე: ეს მოსახერხებელია, თუ შექმნილი გაქვთ ტექსტური ცხრილი, რომელშიც სვეტები გამოყოფილია ჰარეებით ან ტაბულაციით (და გსურთ ერთერთი სვეტის მონიშვნა), ან გინდათ შეცვალოთ ტექსტის ფრაგმენტი თითოეულ სტრიქონში. სინამდვილეში, მართკუთხა მონიშვნა არ არის საძნელო საქმე – ვაჭერთ Option-კლავიშს („სვიჩერებისათვი“ – PC-ში ამ კლავიშის შესატყვისია Alt-კლავიში) და კურსორი Cocoa-პროგრამებში მიიღებს ჯვრის ფორმას, რომლითაც მოვნიშნავთ საჭირო ფრაგმენტს:

მცირედი ნიუანსი – თუ ამავდროულად დააჭერთ Command-კლავიშს (Option-ი არ აუშვათ!), შესაძლებელია რამოდენიმე თანმიმდევრული მართკუთხა მონიშვნის შესრულება. მაგალითად, ასე:

Option-კლავიშით მონიშვნა მუშაობს თითქმის ყველა პროგრამაში, რომელიც ტექსტის რედაქტირებას ითვალისწინებს (პირველ რიგში, Cocoa-პროგრამებში, TextEdit და Mail), მათ შორის Microsoft Work-ში (თუმცა მანდ კურსორი არ იღებს ჯვრის ფორმას) და Safari-შიც კი.

This entry was posted in All. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

*


You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>