17 მარტს Apple-ი წარმოგვიდგენს iPhone OS 3.0-ს

სამშაბათს, 17 მარტს, Apple-ი ჩაატარებს ღონისძიებას მასმედიის წარმომადგენლებისათვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება iPhone OS 3.0 — ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია iPhone-ისა და iPod touch-ისათვის.

სრულიად შესაძლებელია, რომ ამასთან ერთად Apple-ი განაახლებს ამ ოს-ისათვის პროგრამული უზრუნველყოფის დაწერის ხელსაწყოებს. მოსალოდნელია, რომ iPhone SDK-ში ბოლო-ბოლო დაამატებენ ცვლილებებს, რომლებიც დაეხმარებათ ავტორებს თავიანთ პროგრამებში დაამატონ push-შეტყობინებების მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ ამ ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია პროგრამის (მაგალითად მყისიერი შეტყობინებების პროგრამები) მუდმივად ხაზზე ყოფნის რეჟიმში მუშაობა.

გასულ წელს Apple-მა ასევე მარტში გამართა ღონისძიება, რომელზეც წარმოადგინა iPhone OS-ის ახალი ვერსია და აგრეთვე iPhone SDK.

ღონისძიება შედგება კომპანიის შტაბ-ბინაში კუპერტინოში.

This entry was posted in All. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

*


You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>