მართალია ეს სიახლე უშუალოდ ვაშლოვანის სამყაროს არ ეხება, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.მაშ ასე, ბმუ.ლი ანუ bmu.li – ახალი სერვისი ქართულ ვებ სივრცეში. რისთვის არის ეს სერვისი?
წარმოიდგინეთ, რომ Amazon.com-ზე იპოვეთ საინტერესო ფოტო-კამერა, და გნებავთ მეგობარს გაუგზავნოთ მასზე ბმული SMS-ით. Amazon-ის მისამართები საკმაოდ გრძელია და დაახლოებით ასე გამოიყურება:
http://www.amazon.com/Canon-Digital-Camera-18-55mm-3-5-5-6/dp/B0012YA85A/ref=sr_1_1? ie=UTF8&s=photo&qid=1239587390&sr=1-1
ცხადია ამხელა მისამართს SMS-ში არავინ აკრეფს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეამოკლოთ ის bmu.li-ს საშუალებით, რის შედეგადაც მიიღებთ მოკლე მისამართს, მაგალითად:http://bmu.li/ss4 რომლის SMS-ით გაგზავნაც არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
bmu.li მხოლოდ SMS-ისთვის არ არის სასარგებლო. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც გრძელი მისამართების გაცვლა მოუხერხებელია: ფორუმებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ოდნოკლასნიკი და სხვ.), ტვიტერში, ელფოსტაში, გაზეთებში, რადიოს და სატელევიზიო რეკლამებში და გამოშვებებში ან თუნდაც მეგობრისთვის ფურცლის ნაგლეჯზე მისამართის უცებ დასაწერად!