Apple-მა განაახლა iMovie და iDVD

QuickTime 7.5-ის გამოშვებასთან ერთად, Apple-მა განაახლა აგრეთვე ორი პროგრამა iLife ’08-ის პაკეტიდან — ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა iMovie და ოპტიკური დისკების შიგთავსის შექმნის და ჩაწერის პროგრამა — iDVD.

კომპანიის განცხადებით, განახლებები iMovie 7.1.2 და iDVD 7.0.2 აღმოფხვრიან პრობლემებს თავსებადობასთან დაკავშირებით, აუმჯობესებენ საერთო სტაბილურობას და ასწორებენ წვრილმან შეცდომებს.

განახლების დაყენება შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის დახმარებით. ფაილების ზომა: iMovie 7.1.2 —17,9 მბაიტი, iDVD 7.0.2 — 20,27 მბაიტი.

წყარო: Apple

This entry was posted in All. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

*


You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>