Monthly Archives: July 2007

Leopard-ის ახალ ანაწყობში მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი (GUI) კვლავ შეიცვალა

ვებ-საიტი ThinkSecret-ი გვატყობინებს იმის შესახებ, რომ Mac OS X 10.5 Leopard-ის ბოლო, ბეტა-ანაწყობში build 9a499 გაჩნდა მომხმარებლის ინტერფეისის ზოგიერთი ცვლილება წინა ვერსიასთან შედარებით, რომელიც სტივმა წარადგინა WWDC კონფერენციაზე ივნისში. კერძოდ, დოკში დაბრუნდა განყოფი, რომელიც ჰყოფს პროგრამებს და დოკუმენტებს, შეიცვალა მენიუს … Continue reading

Posted in All | Leave a comment

მომხმარებლები გვატყობინებენ iPhone-ის დამტენი მოწყობილობის პრობლემების შესახებ

Apple iPhone-ის ზოგიერთი მომხმარებელი იტყობინება დამტენი მოწყობილობის პრობლემების შესახებ. ZDNet-ის მიმომხილველს ჯეისონ ო’გრეიდის (Jason D. O’Grady) ასევე შეექმნა პრობლემები. მიმოხილველმა მოგვითხრო, რომ ორი iPhone-ის დამტენი მოწყობილობა, მისი და მეუღლის შეძენიდან ერთ დღეში გამოვიდა მწყობრიდან. ო’გრეიდი ცდილობდა ტელეფონის მიერთებას სხვადასხვა კაბელებით, … Continue reading

Posted in All | Leave a comment

ევროპაში iPhone-ი გაიყიდება ამ წლის ბოლოს

კომპანია Apple-ი ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონი iPhone-ი ევროპის ტერიტორიაზე გაყიდვაში გამოვა ამ წლის მეოთხე კვარტალში. Apple-ის ფინასური დირექტორი პიტერ ოპენჰეიმერი გვატყობინებს, რომ Apple-ის პარტნიორთა სახელები, რომლებიც განახორციელებენ iPhone-ის რეალიზაციას და მხარდაჭერას, მესამე კვარტლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

Posted in All | Leave a comment

iPhone-ის აკუმულატორი სასამართლო გარჩევის საგანი გახდა

ოუკბრუკის ერთ-ერთ სასამართლოში (ილინოისის შტატი, აშშ), შესულია პირველი კოლექტიური სარჩელი iPhone-ის მფლობელებისაგან, რომლებიც მწარმოებელს ადანაშაულებენ არაკეთილსინდისიერ ქმედებებში და აკუმულატორი ექსპლუატაციის შესახებ არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მოსარჩლეთა განცხადებით, iPhone-ის შიდა აკუმულატორი კარგად მუშაობს მხოლოდ 300 დამუხტვა-განმუხტვის ციკლის განმავლობაში, რის შემდეგაც საჭიროებს შეცვლას. … Continue reading

Posted in All | Leave a comment

Apple Mac OS X-ის ინსტალაცია ჩვეულებრივ კომპიუტერზე

სალამი ყველას! არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ყველა ახალი მაკინტოში მუშაობს Intel-ის პროცესორებზე. ასევე ცნობილია, რომ ამ პროცესორზე გადასვლის შემდეგ MacOS X „გატეხილ“ იქნა და ამჟამად შესაძლებელია მისი გაშვება ჩვეულებრივ PC კომპიუტერზე. მოდით ვნახოთ თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს.

Posted in All | Leave a comment

Apple-ის ახალი კლავიატურა?

ვებ-საიტმა Engadget-მა გამოაქვეყნა Apple-ის ახალი კლავიატურის ფოტოები, რომელიც გაყიდვაში გამოვა iMac-ის ახალ მოდელებთან ერთად, რომლებიც, მოარული ხმების თანახმად შემდეგ თვეში გამოვა გაყიდვაში. რამდენად ჭეშმარიტია ეს ფოტო ძნელი სათქმელია, თუმცა, თუ ეს სიყალბეა, იგი შესრულებულია საკმაოდ მაღალ დონეზე. კლავიშების კონსტრუქცია წააგავს Apple … Continue reading

Posted in All | Leave a comment

ახალი iPod-ი მაინც გამოვა აგვისტოში?

ვებ-საიტი ThinkSecret-ი კონფედენციალურ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი გეგმავს აგვისტოს პირველ ნაწილში წარმოადგინოს ახალი სრულზომიანი iPod-ი. ThinkSecret-ის ინფორმაციით, ახალი, მეექვსე თაობის iPod-ებში არ იქნება გამოყენებული სენსორული ეკრანი და OS X ოპერაციული სისტემის შემსუბუქებული ვერსია. სამაგიეროდ, ახალ მოდელს ექნება უფრო გამძლე კორპუსი, … Continue reading

Posted in All | Leave a comment

Apple-ი გაყიდის მემილიონე iPhone-ს უახლოესი ორი თვის განმავლობაში

Apple-ი გეგმავს გაყიდოს iPhone-ის პირველი მილიონი ეგზემპლარი მიმდინარე კვარტლის ბოლომდე, რომელიც სექტემბერში სრულდება. შედარებისათვის: პირველ მილიონ iPod-ს კომპანია ყიდდა შვიდი კვარტლის განმავლობაში. 2008 წლის ბოლომდე კუპერტინო ვარაუდობს გაყიდოს 10 მილიონი ეგზემპლარი. შეგახსენებთ, რომ პირველი 30საათის განმავლობაში, Apple-მა გაყიდა 270 ათასი … Continue reading

Posted in All | Leave a comment

კომპანია Quanta-მ მიიღო შეკვეთა iPhone-ის ახალ მოდელზე?

საინფორმაციო სააგენტო China Economic News Service, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ, მობილური ტელეფონის უმსხვილესმა მწარმოებელმა, Quanta Computer მიიღო Apple-გან შეკვეთა iPhone-ის ახალი მოდელის წარმოებაზე. სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, პლატების ადგილობრივი მწარმოებლები უკვე ამზადებენ მასალებს ტელეფონის ახალი მოდელის წარმოებისათვის, რომელიც ალბათ გაყიდვაში … Continue reading

Posted in All | Leave a comment

Apple-მა დააგზავნა Leopard-ის ახალი ანაწყობი

Apple-მა ბეტა-ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X Leopard 10.5-ის ახალი ანაწყობი – 9A499. ტესტერები იუწყებიან, რომ ახალი ანაწყობი მიიღო ყველამ, ვისაც აქვს Apple Developer Connection სტატუსი, ხოლო დისკის ზომა შეადგენს დაახლოებით 7 გბაიტს. ტესტერების განცხადებით, ახალი ანაწყობი წინასაგან გამოირჩევა დიდი არასტაბილურობით. … Continue reading

Posted in All | Leave a comment