Monthly Archives: August 2007

Apple-მა გამოუშვა AirPort Extreme Base Station Firmware version 7.2.1

Apple-მა გამოუშვა შიდა პროგრამული უზურნვლეყოფის განახლება AirPort Extreme Base Station-ისათვის, რომელიც აღმოფხვრის მოწყობილობის ზოგიერთ პრობლემას და აგრეთვე თავსებად ხდის 802.11n ინტერფეისის ახალ სპეციფიკაციასთან – AirPort Extreme Base Station Firmware version 7.2.1. ინსტალაციის შემდგომ AirPort Extreme Base Station-ი იღებს თავსებადობას 802.11n … Continue reading

Posted in All | Leave a comment

Leopard-ის Text Edit-ის ხატულა შეიცავს „სააღდგომო კვერცხს“

რამოდენიმე „სააღდგომო კვერცი“ უკვე მოიძებნა Leopard-ში, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა. Text Edit-ის ახალი ხატულა შეიცავს ტექსტს Apple-ის სარეკლამო კამპანიიდან „Think Different“.

Posted in All | Leave a comment

იცით თუ არა, რას ნიშნავს ეს სიმბოლო?

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ Apple-ის ბრძანების სიმბოლოს მნიშვნელობაზე? სიმართლე გითხრათ, მე არ მიფიქრია. თუმცა დღეს ერთი პატარა სტატია ვიპოვნე ამ თემის გარშემო. სტატია მოგვითხრობს, რომ ამერიკის კონტინენტზე კოლუმბის იქ მისვლამდე აღნიშნული სიმბოლო იყო სვასტიკის სარკისებული გამოსახულება, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ საიტზე.

Posted in All | Leave a comment

აშშ-ში ივნისის თვეში რეალიზებული ყოველი მეექვსე პორტატული კომპიუტერი Apple-ის მიერ არის წარმოებული

Apple-ის აქციების ფასის საგრძნობი ზრდა განპირობებულია კომპანიის ისტორიაში პირველი მობილური ტელეფონის გამოშვებით, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კომპანია შეტევას ახდენს ყველა ფლანგიდან, რომელთაგან მთავარი – Mac-კომპიუტერების რეალიზაციაა. გასულ კვარტალში Apple-მა მოახერხა გაყიდვების სარეკორდო შედეგების ჩვენება – 1,76 მლნ. Mac-კომპიუტერები, 1/3-ით … Continue reading

Posted in All | Leave a comment

UniquePhones გვაჩვენებს ვიდეოს განბლოკილი iPhone-ით

Posted in All | Leave a comment

ApolloIM — პირველი IM-კლიენტი OS X iPhone-ისათვის

დამოუკიდებელმა პროგრამისტმა, რომელიც თავის თავს Arminius2 უწოდებს, გამოუშვა ჩეტის პროგრამის წინასწარი ვერსია iPhone-ისათვის, რომელიც შესრულებულია OS X ოპერაციული სისტემის ჩადგმული პროგრამის სახით. პროგრამა, რომელსაც სახელად ApolloIM ჰქვია, ამ მომენტში ტესტირების რეჟიმშია. თვითონ ავტორი აღიარებს, რომ ჩამოსატვირთი ვერსია ამ მომენტში ბევრ … Continue reading

Posted in All | Leave a comment

ულტრამობილური MacBook lite-ის სიმპათიური კონცეპტი იაპონელი დიზაინერისაგან

ცნობილმა იაპონელმა სამერწველო დიზაინერმა ისამუ სანადამ (Isamu Sanada) შეიმუშავა ულტრამობილური MacBook lite-ის კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც კორპორაცია Apple-ის ლაბორატორიაში იქმნება. საზოგადოების სამსჯავროზე წარმოდგენილ UMPC-მოწყობილობას შეუძლია დაიკვეხნოს დახვეწილი და ელეგანტური ფორმებით. მაგალიტად, სანადა გვთავაზობს უარი ვთქვათ ტრადიციულ მყარ დისკზე flash-მეხსიერების სასარგებლოდ, აგრეთვე … Continue reading

Posted in All | Leave a comment

მოგონებანი გარდასულ დღეთა…

დანიელი მხატვარი ტომი (Tomi), რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ გახდა ცნობილი Apple-ის თემაზე ინსტააციებით, რომლებიც Lego-ს მინი ფიგურებით იყო შესრულებული, აგრძელებს აღნიშნულ თემას: ცნობილი ვიდეოს “1984″ Lego-ვერსიის და სტივ ჯობსის პრეზენტაციის შემდეგ დადგა დრო სათავეებსაც დავუბრუნდეთ და აი, საიფირმო … Continue reading

Posted in All | Leave a comment

Apple-მა გამოუშვა Leopard-ის კიდევ ერთი ანაწყობი

სულ რაღაც ხუთი დღე გავიდა Mac OS X 10.5 Leopard build 9A500n-ის გამოსვლიდან და Apple-მა უკვე დააგზავნა ტესტერებთან კიდევ ერთი – build 9A527. ტესტერების განცხადებით, ახალ ანაწყობში გაცილებით გაიზარდა ნაკლებმნიშვნელოვანი ხარვეზების სია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია უკვე მუშაობს ოპერაციული … Continue reading

Posted in All | Leave a comment

iPhone-ის ევროპული სტარტი გადაიდო?

Apple iPhone-ის მობილური ტელეფონის ევროპული გაყიდვების სტარტი შეიძლება გადაიდოს. ამაზე მეტყველებს კომპანია Orange-ის განცხადება. Orange-ი ამტკიცებს, რომ მან ვერ მოახერხა კონტრაქტის მიღება საფრანგეთის ტერიტორიაზე და ამბობს რომ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები ჯერ კიდევ აგრძელებენ მოლაპარაკებებს Apple-თან, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება როგორც სჩანს … Continue reading

Posted in All | Leave a comment