მეგობრებო,
დღეს ჩემმა მეგობარმა და ჩვენი ეფლისტების ორგანიზაციის სპონსორმა აკა ხუხუაშვილმა, რომლის მაღაზია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, ტესტირებისათვის გამომცა ამასწინათ გამოშვებული ახალი Macbook Pro Intel Core i7 პროცესორით.
ახლა ამ მცირე პოსტს ზუსტად ამ კომპიუტერიდან ვწერ. ამ კვირის ბოლოს შემოგთავაზებთ სრულფასოვან მიმოხილვას ამ ნოუთბუკის შესახებ.
P.S. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ ჩემი ახალი iPhone 4-ი ჩამოაღწევს ლონდონიდან, მანამდე აკა ტესტირებისათვის გადმომცემს აღნიშნულ ტელეფონს. შემდეგ კვირაში იხილეთ პირველი ქართული მიმოხილვა iPhone 4-ის შესახებ!
დარჩით ჩვენთან ;)

სანამ iPhone 4-ის ჩემი პირადი ეგზემპლარი ჩამოაღწევს თბილისამდე (სამიოდე კვირა დარჩა), მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პრობლემები წარმოიშვა ამ ახალი ტელეფონის გარშემო და რამდენადაა ეს პრობლემები სერიოზული. თუ ყურით მოთრეულია ზოგიერთი მათგანი და არც კი ღირს ყურადღების გამახვილება? Continue reading →
რამოდენიმე დღეა გაურკვეველი მიზეზი გამო (ანდა უბრალოდ მე არ მეცალა და ვერ ჩავუღრმავდი), გაითიშა RSS-არხებით სიახლეების განახლება.
რა არ ვეცადე, რა არ ვქენი, მაგრამ უშედეგოდ. ამ საღამოს ხელახლა ვცადე გასწორება და ჰოი საოცრებავ, ამუშავდა!
ოღონდ FeedBurner-მა რატომრაც ახალი მისამართი მომანიჭა:
http://feeds.feedburner.com/delphiknight
ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისათვის და თუ კვლავ გაინტერესებთ ჩემი ბლოგის კითხვა, გთხოვთ ჩაინიშნოთ ახალი მისამართი.
დიდი მადლობა!
სამყაროს აღსასრული კვირას, 4 ივლისს მოხდა და საჯაროდ გამოცხადდა საიტზე The Next Web. სწორედ რომ იქ გამოჩნდა ათასგვარი ფაქტებითა და დეტალებით გაფუებული პანიკური სიახლე: iTunes-ის ბევრი ანგარიში გატეხილია, App Store გაივსო თაღლითური პროგრამებით, ხოლო სიტუაცია ზოგადად გაცილებით უარესადაა, ვიდრე ეს პირველი შეხვედით ჩანს.
აი თვით ეს საიტიც:
http://thenextweb.com/apple/2010/07/04/appstore-hack-itunes/
ვნახოთ თუ რა ხდებოდა —
- iTunes Store-ს ბევრი ანგარიში გატეხილია და გამოიყენება პროგრაემების საყიდლად. ტიპიური შემთხვევა: რამოდენიმე ერთდოლარიანი პროგრამის ყიდვის შემდეგ თაღლითები ყიდულობენ 90 და უფრო ძვირ პროგრამებს;
- ცალკეულ მომხმარებელზე მიყენებული ზარალი აღირიცხება ასიდან რამოდენიმე ათას დოლარამდე:
- ფულის გადაქაჩვის ალტერნატიული ვარიანტი — გატეხილი ანგარიშიდან უფასო თამაშის გადმოქაჩვა და შემდგომში უშუალოდ თამაშში საყიდლების განხორიელება;
- თაღლითურ პროგრამათა უმეტესობა დარეგისტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ასეთი პროგრამების აღწერაში ბმულებს არსად არ მივყავართ.
არცთუ ისე ადვილი ტვირთი პანიკური ჭორების შეკავებს საკითხში თავის თავზე აიღო MacRumors-მა: “სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმე დეველოპერმა გადაწყვიტა სარეიტინგო სისტემის გაყალბება, მაგრამ ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ დარტყმა რამდენიმე ასეულ ანგარიშზე მეტ ოდენობას შეეხო”.
ჯერ მოდით დავფიქრდეთ იმ ფაქტზე, რომ ფასიანი აპლიკაციები კატეგორიაში “Books” ლიდერობენ მინიმალური ჩამოტვირთვების სიაში. შემდეგ, იმსათვის რომ აპლიკაცია პოპულარულ პროგრამათა პირველ ასეულში დარჩეს, საჭიროა დღეში 50-იდან 250-მდე ეგზემპლარის გაყიდვა — 100 მილიონი ანგარიშის ფონზე სამიოდე ასული გატეხილი ანგარიში ამინდ ვერ ქმნის. მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას რომ მშვიდად გვეძინოს, ყოველთვის რჩება ანგარიშების მასიური გატეხვის საშიშორება.
მოკლედ, ე.წ. შვებულება ცოტათი გამიგრძელდა :)
ვალაგებდი აზრებსაც და ბლოგსაც. და აი რატომ. სანამ მთელი ამ გაზაფხულის განმავლობაში გართული ვიყავი 1500 პოსტის მოგროვებით 3 წლის იუბილესათვის, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი ანალიტიკურ სტატიებს — ძირითადი ყურადღება გადატანილი მქონდა მცირე ზომის ახალი ამბების შემცველ სტატიებზე.
მაგრამ მარათონი დასრულდა და დროა ბლოგი ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული თემატიკის გარშემო. რაღათქმაუნდა Apple-ის თემა არსად გაქრება. ეს ერთ-ერთი ძიირთადი თემაა ჩემს ბლოგში. უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ iPhone 4-ის მიმოხილვას უცხოურ მასალებზე დაყრდნობით. ხოლო ამ თვის ბოლოს, როდესაც ჩემი აიფონი ჩამოაღწევს თბილიში, უფრო გაფართოებულად ვისაუბრებთ მასზე. პლუს ამისა, აიფონის თემიდან უახლოეს ხანში ასევე შემოგთავაზებთ მსოფლიოში ატეხილი ისტერიის ანალიზს. მართლა “გაბანძდა” თუ არა ეფლი ტელეფონის ახალი მოდელით? ამასაც გავარჩევთ აუცილებლად.
ვაშლების თემაში გვექნება კიდევ შემდეგი კატეგორიები:
- პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა;
- პროგრამული უზურნველყოფის კატალოგი;
- სხვადსხვა ხრიკების მიმოხილვა;
- Apple-ის ისტორია: ჩამოყალიბება და განვითარება.
ახლა გადავიდეთ არავაშლურ თემებზე:
- WordPress-ის შესსახებ სტატიები;
- Drupal-ის შესახებ სტატიები;
- Delphi-ს პროგრამირების გარსზე სტატიები;
- Google: სერვისების მიმოხილვა და აგრეთვე საუბრები კომპანიის შესახებ;
- Microsoft-ის შესახებ გვექნება რამოდენიმე სტატია;
- და სხვა :)
მოკლედ, როგორც ხედავთ თემატიკა ფართოვდება, იმედია კმაყოფილი დარჩებით. :)
გთხოვთ, თუ რაიმე სხვა საკითხი გაინტერესებთ, რაც არ არის მოყვანილი სიაში, მაცნობოთ ამის შესახებ კომენტარების საშუალებით.
დღეისათვის სულ ესაა. ხვალიდან ვიწყებთ!
მოგესალმებით მეგობრებო!
დღეს ბლოგზე ბევრი სიახლე გვაქვს.
პირველ რიგში გამოვიცვალე ჰოსტინგ-კომპანია: ახლა ჩემი ბლოგის ძრავი serv.ge-ზეა განთავსებული. ჩემი სხვა პროექტისც მანდ გადავიტანე და თქვენც გირჩევთ, ნამდვილად კარგი კომპანიაა (არა, რეკლამაში ფული არ ამიღია, მართლა კარგი ფირმაა!).
მეორე, განვაახლე ჩადგმების (პლაგინების) ნაკრები, რაზეც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
მესამე, განვაახლე ძრავის ვერსია, ახლა ჩვენი ბლოგი WordPress-ის მესამე ძრავაზე მუშაობს.
თემა: საწყის ეტაპზე გადავწყვიტე გამოვიყენო WordPress-ის ახალი ნაგულისხმევი თემა 2010, რომელიც საკმაოდ სიმპათიურია თავისთავად, მაგრამ მაინც ოდნავ შევავლე ხელი და ჩემთვის სასურველი იერსახე მივეცი. ეს ჯერ მცირედი მცდელობაა. სავარაუდოდ საბოლოოდ მთლიანად ნულიდან დავწერ ჩემი ბლოგისათვის თემას.
ჯერ-ჯერობით სულ ესაა. ბლოგი არ შეიცვლის თემატიკას, ჩვენ ისევ ვაშლებზე ვისაუბრებთ, მხოლოდ გავაფართოვებთ სასაუბრო თემებს.
მოკლედ, განახლებული ძრავით და ენერგიით ჩვენი ბლოგი აგრძელებს მუშაობას!
დარჩით ჩვენთან!
გამარჯობა მკითხველო.
დღეს თითქოს სასიამოვნო დღე უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ბლოგს იუბილე აქვს — 3 წლის გახდა და ეს უნდა ყოფილიყო პოსტი N 1500. მაგრამ…
მაგრამ ვერ ვარ მხიარულ ხასიათზე. მთელი რიგი პრობლემების გამო არათუ წინა სამი პოსტი ამასც რომ ვწერ, მიკვირს ძალიან. ახლა ვერ დავწერ, შესაძლოა მოგვიანებით, როდესაც რაღაც-რაღაცეები გაირკვევა. მანამდე…
მანამდე, მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურად კითხულობდით ჩემს ბლოგს, აქვეყნებდით კომენტარებს, მაძლევდით ძალას მეწერა ყოველდღე აქ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ეფლის სამყაროდან. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყველაფრისათვის!

აქ უნდა ყოფილიყო პოსტი 1497. მაგრამ არ არის.