CNET Top 5: reasons to skip the iPhone 4

მოდით საპირისპირო აზრსაც მოვუსმინოთ:

YouTube Preview Image

Posted in All | 4 Comments

iPhone 4-ით გადაღებული ვიდეო

დაიწყო გაყიდვები და ვიდეო სემპლებმაც არ დააყოვნა. მე უახლოეს ხანში მექნება ახალი აიფონი და სხვა გაუმჯობესებებთან ერთად რაღათქმაუნდა მაინტერესებს ვიდეოს გადაღების ხარისხიც (720-ზე ნაკლები ხარისხის ვიდეოს არ ვაღიარებ). ჰოდა მე მგონი ურიგო ხარისხი არ უნდა იყოს, რას იტყვით?

YouTube Preview Image

YouTube Preview Image

YouTube Preview Image

Posted in All | 2 Comments

ისტორია: Apple-ის აქციების მეორე დაყოფა

iMac-ების წარმატების და ინტერნეტ-ეიფორიის ფონზე ეფლის აქციებმა 17 დოლარიდან 100 დოლარამდე მოიმატა 90-იანი წლების შუაგულში. საბირჟო ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ კუპერტინოს ფასიანი ქაღალდების დაყოფაზე.

აქციების დაყოფის პროცედურა ყველაზე სასიამოვნო რამ არის კომპანიის ხელმძღვანელისათვის. ის წარმაოდგენს ნამდვილ დადასტურებას იმისა, რომ კომპანიის საქმეები კარგად მიდის. სუფთა ტექნიკურად დაყოფა ასე გამოიყურება: ყოველი აქცია იყოფა ორად (იშვიათად სამ ან მეტ ნაწილად), ფასიც იყოფა შესაბამისად. შედეგად აქციების რაოდენობა ორმაგდება, თუმცა კაპიტალიზაცია უცვლელი რჩება.

ეს პროცედურა ეფლმმა მეორედ განახორციელა 2000 წლის 21 ივნისს. უნდა ითქვას, რომ დროულად მოასწრო — რამოდენიმე თვის შემდეგ მოხდა ამერიკული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ვარდნა, რამაც ხუთი წლით გადაწია ეფლის ინვესტორების ოცნება მორიგ დაყოფაზე.

Posted in All | Leave a comment

Super Mario Bros on Violin

მართალია ჩვენს თემას არ ეხება, მაგრამ ბავშვობაში მარიოს თამაში მიყვარდა ხოლმე. მოდით გავიხსენოთ:

YouTube Preview Image

Posted in All | Leave a comment

iPhone 4 ვადაზე ადრე მიიღო ზოგიერთმა

DSC05821

როგორც უკვე ცნობილია, iPhone 4-ის გაყიდვების პირველი ტლაღა დაგეგმილია 24 ივნისზე, ანუ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ გუშინ ზოგიერთმა უკვე მიიღო თავისი სანუკვარი ტელეფონი ფოსტით. არ ვიცი ფოსტის შეცდომაა, თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია. რასაკვირველია ბედნიერმა მფლობელმა არ დააყოვნა და ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა.

Continue reading

Posted in All | 4 Comments

iPad-ი დადებითად მოქმედებს E-Reader-ების ფასების ვარდნაზე

ელწიგნების მწარმოებელმა მრავალმა კომპანიამ სკეპტიკურად შეაფასა აიპადის გამოსვლა თავის დროზე. თურმე ისინი მწარედ ცდებოდნენ. აიპადის არანორმაულური პოპულარობა აიძლებს კონკურენტებს გადახედონ თავიანთ სამომავლო გეგმებს.

ყველაზე მოქნილები მაინც Amazon-ი და Barnes & Noble-ი აღმოჩნდნენ. პირველმა თავისი კინდლის (6 გოჯიანი ეკრანით) ფასი დაწია 190 დოლარამდე. მეორე კომპანიამ არათუ დაწია ფასი თავის Nook 3G-ზე 260-იდან 200 დოლარამდე, არამედ აგრეთვე გამოუშვა ახალი მოდელი 3G-ს გარეშე სულ რაღაც 149 დოლარად. ასეთმა ფასმა მოწყობილოსათვის რომელსაც ორი ეკრანი აქვს (მელნიანი და დამატებითი სენსორული) შეიძლება ბევერი დააინეტრესოს. რაღა დაგიმალოთ და მეც დავინტერესდი. YouTube-ზეც ვნახე მიმოხილვები. მაგრამ ცოტათი დამაფიქრა მოწყობილობის ოდნავმა სიზანტემ რეგირების საკითხში.

როგორც არ უნდა იყოს, აიპადმა დადებითი ზეგავლენა იქონია ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხში.

Posted in All | 1 Comment

გაყიდულია 3 მილიონი iPad-ი

3mსამშაბათს Apple-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან უკვე გაყიდა 3 მილიონი ცალი iPad-ი. ეს მოხდა გაყიდვების დაწყებიდან მეოთხმოცე დღეს და როგორც ჩანს გაყიდვების ტემპები მატულობს.

ანალიკიტოკეების ვარაუდი გამართლა და კვარტალში 3 მილიონი გაყიდვა შესრულდა. ახლა ვნახოთ შესრულდება თუ არა მათი მოლოდინი ამ წლის განმავლობაში 3.5-10 მილიონი აიპადის გაყისვასთან დაკავშირებით. ქვედა ზღვარი უკვე თითქმის მიღწეულია.

Posted in All | Leave a comment

Valve: არ გადახვიდეთ 10.6.4 ვერსიაზე

გასული კვირის ბოლოს Valve-მ გააფრთხილა Steam-ის მომხმარებლები, რომ მაკის განახლება 10.6.4, რომელიც ასევე გასულ კვირას გამოვიდა, იწვევს თამაშებში წარმადობის ვარდნას NVidia-ს ბარათებზე. შედეგად Valve გვირჩევს არ განვაახლოთ ოს-ი.

Valve-მ ყველანი ძალიან გაგვახარა, როდესაც თავისი პლათფორმა Steam-ი გადაიყვანა Mac OS X-ზე და დაიწყო თამაშების პორტირება მაკისათვის. მაკის მომხმარებლები Windows-თან შედარებით უფრო სტაბილურად მომუშავე თამაშებით ტკბებოდნენ, სამაგიეროდ იძულებულნი იყვენენ უფრო დაბალი წარმადობით ეთამაშათ, რაც თამაშს პეწს უკარგავდა.

Posted in All | Leave a comment

iPhone-ზე შესაძლებელია Facebook-ის ვიდეოს ყურება

ერთბაშად ორი საინტერესო სიახლე სეერიდან „იცით თუ არა, რომ…“ მაშ ასე, იცით თუ არა, რომ დღეისათვის პირქიგნაკში დარეგისტრირებულია 55 მილიონი მომხმარებელი, რომელიც აქტიურად იყენებს iPhone-ს? ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში სადღაც 100 მილიონი მოწყობილობაა, რომელიც მუშაობს iOS-ზე.

ახლა პრაქტიკული სიახლე. ამ დღეებში ფეისბუკმა განაახლა თავისი კლიენტი პროგრამა აიფონისათვის და დაამატა ფოტოების უფრო მაღალ გარჩევადობაში ატვირთვის ფუქნცია და დიდი ხნის ნანატრი ვიდეოს ყურების შესაძებლობა.

Posted in All | Leave a comment

ახალი Mac mini-ს ფარული რეზერვები

ახალი Mac mini რეალობაში კიდევ უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა.

ჯერ ერთი, Macworld-მა ჩაატარა ახალი მოდელის სრულყოფილი ტესტირება საბაზო კონფიგურაციაში (პროცესორი 2.4 გჰც, 2 გბაიტი მეხსიერება) და აღმოაჩინა, რომ ის სულ ცოტათი თუ ჩამორჩება წინა თაობის უფროს მოდელს. თუ ამ ახალ ვერსიაში ჩავაყენებთ 4 გბაიტ მეხსიერებას, სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ძველსა და ახალ მოდელბს შორის სხვაობა პრაქტიკულად გაქრება.

სრული მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Posted in All | Leave a comment